კინომემკვიდრეობა

ქართული კინოსაგანძურის დიდი ნაწილი რუსეთში, გოსფილმფონდის საცავში ინახება. ეს ფილმები, რომლებიც ქართული კინოს ისტორიის მემატიანეა წლების განმავლობაში მიუწვდომელი იყო ჩვენი მაყურებლისთვის.

კინომემკვიდრეობის დაცვა, ეროვნული კინოცენტრის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია და სწორედ ამიტომ, 2016 წლიდან კინოცენტრმა შეიმუშავა მრავალწლიანი სტრატეგია, რომლის ფარგლებშიც იგეგმება ქართული კინომემკვიდრეობის საქართველოში ჩამოტანა, მათი რესტავრაცია და გაციფრულება. 700-მდე ფილმის ჩამოტანა დეკადების მიხედვით ხორციელდება და პროექტის ფარგლებში უკვე არაერთი საეტაპო ქართული ფილმი დაბრუნდა საქართველოში.

კინომემკვიდრეობის დაცვის პროექტს ეროვნული კინოცენტრი, საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს დახმარებით ახოციელებს.