საქართველოს ეროვნული კინოცენტრის ინიციატივით, ქართული კინოს მარათონის პროგრამას მაყურებელი თავად შეარჩევს!

15 მაისს, ქართული კინოს დღეს, საქართველოს ეროვნული კინოცენტრი გამართავს ქართული კინოს მარათონს. კინოჩვენებები მოეწყობა მთელი დღის მანძილზე, როგორც თბილისში, ასევე, საქართველოს რეგიონებში.

ეროვნული კინოცენტრი მაყურებელს აძლევს შესაძლებლობას, თავად შეარჩიოს კინომარათონის პროგრამა.
გამოკითხვა აერთიანებს 9 პერიოდს ქართული კინოს 115 წლის ისტორიიდან.

მაყურებელს შეუძლია მისი სურვილისამებრ, შეარჩიოს თითოეული პერიოდიდან ერთი ქართული ფილმი (გამოკითხვაში წარმოდგენილი ფილმების უმეტესობა, მცირე გამონაკლისების გარდა, შექმნილი ან აღდგენილია საქართველოს ეროვნული კინოცენტრის მიერ).
 
გამოკითხვის ბმული
გამოკითხვა გაგრძელდება 10 დღის მანძილზე და დასრულდება 2023 წლის 5 აპრილს. შედეგების გაცნობის შემდეგ, ფილმების ავტორებთან შეთანხმებით, შედგება რეტროსპექტივის პროგრამა.