კულტურის ინტერდისციპლინური ფესტივალი ხიდი: თბილისი-ციურიხი
კულტურის ინტერდისციპლინური ფესტივალი „ხიდი: თბილისი-ციურიხი“ 1-10 აპრილს თბილისში გაიმართება.
ფესტივალი მიზნად ისახავს ქართული თანამედროვე ხელოვნებისა და კულტურის წარდგენას შვეიცარიაში და შვეიცარიული თანამედროვე ხელოვნებისა და კულტურის წარდგენას საქართველოში. ღონისძიება ხელს უწყობს ორ ქვეყანას შორის კულტურული დიალოგის გაღრმავებასა და თანამშრომლობის ქსელის შექმნას.
„ხიდი: თბილისი-ციურიხი“ ქართული პროგრამით პირველად 2021 წლის ოქტომბერში გაიმართა ციურიხში.
ფესტივალის პროგრამა მრავალფეროვანია და იგი მოიცავს კინოს, ლიტერატურას, არქიტექტურას, ხელოვნებასა და მუსიკას. ღონისძიების პარტნიორია საქართველოს ეროვნული კინოცენტრი.
ფესტივალის კინოპროგრამა 2 აპრილს, კინოთეატრ „ამირანში“ შვეიცარიული ფილმების დღეებით გაიხსნება. ნაჩვენები იქნება 12 მხატვრული და 1 დოკუმენტური ფილმი. რეჟისორთა ნაწილი დაესწრება კინოჩვენებებს და ისაუბრებს ფილმების შესახებ. სპეციალურად ბავშვებისთვის გაიმართება საკულტო საბავშვო წიგნის - „ჰაიდის“- უახლესი კინოეკრანიზაციის ჩვენება. დაგეგმილია რამდენიმე ვორკშოპი ახალგაზრდა ქართველი რეჟისორებისთვის.
კინოპროგრამის კურატორია კორინ ზიგრისტ-ობუსიერი.
პროგრამა:
როლფ ლისი „შვეიცარიელთა მწარმოებლები“
ოლივერ რიჰსი „შტურმი: სანამ არ მოვკვდებით ან გავთავისუფლდებით”
ბეტინა ობერლი “გვიანი ყვავილობა”
ბარბარა კულჩარი “ოქროს წლები ”
საბინე ბოსი “მე ვარ მეკარე”
კირილ შაუბლინი “ქანქარა”
კარინ ჰებერლინი “სამი, ჯო და მე”
ფრედი მიურერი “ვიტუს”
პეტრა ვოლპე “ღვთაებრივი წესრიგი”
ალენ გსპონერი “ჰაიდი”
მარკუს იმჰოფი “ნავი სავსეა”
შტეფან ჰაუპტ “ცვინგლი”
სამომავლოდ, ციურიხში კვლავ ჩატარდება ფესტივალი ”ხიდი: ციურიხი-თბილისი” ქართული პროგრამით.
ფესტივალის ინიციატორი და ორგანიზატორი: ააიპ „ქართული კულტურის პლატფორმა“ თბილისი პარტნიორი „ქართული კულტურის პლატფორმა“ ციურიხი www.georgische-kulturplattform.ch