ეროვნული კინოცენტრი იწყებს განაცხადების მიღებას 2025 წელს საქართველოს ტერიტორიაზე საერთაშორისო კინოფესტივალების დაფინანსებაზე.
საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრი იწყებს განაცხადების მიღებას 2025 წელს საქართველოს ტერიტორიაზე საერთაშორისო კინოფესტივალების დაფინანსებაზე.
დაფინანსებაზე უპირატესობა მიენიჭება პროექტს, რომლის ფარგლებში გათვალისწინებული იქნება შემდეგი პრიორიტეტული მიმართულებები:
საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე ეროვნული კინოცენტრი უფლებამოსილია, მოითხოვოს კინოფესტივალის ორგანიზატორებთან შეხვედრა ან დამატებითი საბუთების წარმოდგენა.
პროექტის განაცხადში მითითებული უნდა იყოს ფესტივალის წინა წლის საერთო ბიუჯეტი (ასეთის არსებობის შემთხევაში), 2025 წლის ფესტივალის მთლიანი ბიუჟეტი, ეროვნული კინოცენტრიდან მოთხოვნილი თანხის დეტალური ბიუჯეტი.
პროექტის დასარეგისტრირებლად შევსებული და ხელმოწერილი განცხადის ფორმა (დანართი 1) , ასევე განაცხადის ფორმაში მითითებული და მოთხოვნილი საბუთები უნდა გადმოაგზავნოთ ელექრონულ მისამართზე: info@gnfc.ge
განაცხადი შემოტანილი უნდა იქნას პროექტის დაწყებამდე არანაკლებ 30 სამუშაო დღით ადრე.
ეროვნული კინოცენტრი განიხილავს მხოლოდ ისეთ პროექტებს, რომლებსაც აქვთ დაფინანსების სხვა წყაროც. გადაწყვეტილება წერილობით ეცნობება პროექტების ავტორებს.
დამატებითი ინფორმაციისა და პროექტის დაფინანსების განაცხადის ფორმის შევსებაზე კონსულტაციებისათვის შეგიძლიათ მიმართოთ კინოხელოვნების პოპულარიზაციის დეპარტამენტის უფროსს
მანანა სურაძეს მობ: 577 553702
ელ-ფოსტა: m.suradze@gnfc.ge