კინოპროექტების დაფინანსება

საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრი იწყებს განაცხადების მიღებას  2025 წლის კინოპროექტების (წარმოების გარდა) თანადაფინანსებაზე.

პროექტები უნდა განხორციელდეს საქართველოს ტერიტორიაზე.

პროექტების მიმართულებები:

  • კინომემკვიდრეობის დაცვა (არსებული კინოფონდის დაცვის ღონისძიებები, კვლევები, კონფერენციები, გამოფენები, რეტროსპექტივები და სხვა ღონისძიებები);
  • კინოდისტრიბუცია (რეგიონებში კინოთეატრებისა და კინოსივრცეების ამოქმედების კონცეფციების შექმნა, კინოკვირეულების, შემოქმედებითი და საიუბილეო საღამოებისჩატარება, რეგიონული კინოკლუბების მხარდაჭერა, ვებ პლატფორმის შექმნა);
  • განათლება და კვალიფიკაციის ამაღლება (ტრენინგები, მასტერკლასები, ვორქშოპები, ლექციები, სემინარები და სხვა ღონისძიებები);
  • კინოლიტერატურის გამოცემა (ბეჭდვის გარდა) – მონოგრაფიები, ალბომები, კვლევები, სახელმძღვანელოები, ცნობარები, მემუარები

ეროვნული კინოცენტრი განიხილავს ისეთ საერთაშორისო პროექტებსაც, რომლებიც შეესაბამება აღნიშნულ პრიორიტეტებს და რომელთა განხორციელება მთლიანად ან ნაწილობრივ იგეგმება საქართველოში.

განაცხადების შემოტანა შეუძლია საქართველოში რეგისტრირებულ ფიზიკურ ან იურიდიულ პირს.

საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე ეროვნული კინოცენტრი უფლებამოსილია, მოითხოვოს შეხვედრა განმცხადებელთან ან დამატებითი საბუთების წარმოდგენა. პროექტის განაცხადში მითითებული უნდა იყოს პროექტის დეტალური ბიუჯეტი.

ეროვნული კინოცენტრი განიხილავს მხოლოდ ისეთ პროექტებს, რომლებსაც აქვთ დაფინანსების სხვა წყაროც.

პროექტის დასარეგისტრირებლად შევსებული და ხელმოწერილი განცხადის ფორმა , ასევე ყველა მოთხოვნილი საბუთი უნდა  გადმოიგზავნოს ელექტრონულ მისამართზე: info@gnfc.ge

განაცხადი შემოტანილი უნდა იქნას პროექტის დაწყებამდე არანაკლებ 30 სამუშაო დღით ადრე.

გადაწყვეტილება წერილობით ეცნობება პროექტების ავტორებს.

დამატებითი ინფორმაციისა და პროექტის დაფინანსების განაცხადის ფორმის შევსებაზე კონსულტაციისთვის შეგიძლიათ მიმართოთ კინოხელოვნების პოპულარიზაციის დეპარტამენტის უფროსს

მანანა სურაძეს  მობ: 577 553702

ელ-ფოსტა: m.suradze@gnfc.ge 

დაფინანსების წესი

დანართი N2 - კინოპროექტების (წარმოების გარდა) დაფინანსების განაცხადის ფორმა

დანართი N3 - დაზუსტების ფორმა

დანართი N4 - ანგარიშის ფორმა