საქართველოდან ოსკარზე წარსადგენი ფილმის შერჩევა

 

საქართველოს კანდიდატი ფილმის შერჩევა ოსკარის საერთაშორისო სრულმეტრაჟიანი ფილმის ნომინაციისთვის

განაცხადების მიღების პირობები

 

განაცხადების მიღების ვადები და წარსადგენი ფილმის გამოვლენა:

  1. საქართველოს სახელით ამერიკის კინოაკადემიის 2024 წლის „ოსკარზე“ წარსადგენი სრულმეტრაჟიანი ფილმის ნომინაციისთვის საპროდიუსერო კომპანიების განაცხადებს სსიპ საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრი (შემდგომ - ეროვნული კინოცენტრი) მიიღებს 2024 წლის 16 აგვისტოდან - 2024 წლის 6 სექტემბრის 18:00 საათამდე;
  2. წარმოდგენილი ფილმებიდან საქართველოს სახელით ამერიკის კინოაკადემიის 2024 წლის „ოსკარზე“ წარსადგენ კანდიდატ ფილმს გამოავლენს სპეციალური კომისია ფარული კენჭისყრის საფუძველზე;
  3. კანდიდატი ფილმი გამოვლინდება არაუგვიანეს 2024 წლის 13 სექტემბრისა.

 

განაცხადის დასარეგისტრირებლად ფილმისთვის დადგენილი მოთხოვნები:

  1. ეროვნულ კინოცენტრში განაცხადის დასარეგისტრირებლად ფილმი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ მოთხოვნებს:

ა) 2023 წლის 1 ნოემბრიდან 2024 წლის 30 სექტემბრამდე 7 დღის განმავლობაში უწყვეტად უნდა იყოს ნაჩვენები საქართველოს რომელიმე კინოთეატრში;

ბ) უნდა ჰქონდეს რეკლამა კინოინდუსტრიაში მიღებული ფორმით (აფიშა, თრეილერი);

გ) შემოქმედებით ჯგუფს მეტწილად უნდა შეადგენდნენ საქართველოს მოქალაქეები ან საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად საქართველოში მცხოვრები პირები.

  1. დეტალური ინფორმაცია შესარჩევი ფილმის კრიტერიუმების შესახებ იხ. შემდეგ ბმულზე: https://www.oscars.org/oscars/rules-eligibility.

 

წარმოსადგენი დოკუმენტაცია და ფილმის ასლების წარდგენის წესი:

  1. ეროვნულ კინოცენტრში წარსადგენი განაცხადი უნდა შეიცავდეს შემდეგ დოკუმენტებს:

ა) განაცხადი ფილმის მწარმოებლისგან, რომლითაც დასტურდება, რომ ფილმი აკმაყოფილებს ან დააკმაყოფილებს დაწესებულ მოთხოვნებს, და რომ მწარმოებელს აქვს უფლება და სურვილი, წარმოადგინოს ფილმი განსახილველად;

ბ) ფილმის ერთი ასლი BluRay ან DCP ფორმატში ინგლისური სუბტიტრებით და ერთი ასლი DVD ფორმატში, რომელიც შეესაბამება კინოთეატრში კომერციულად ნაჩვენებ ვარიანტს;

შენიშვნა: BluRay/DCP განმცხადებელს დაუბრუნდება ფილმების განხილვის შემდეგ, ხოლო DVD ვერსია დარჩება კინოცენტრის არქივში.

გ) ელექტრონულ და ბეჭდურ მედიაში ფილმზე გამოხმაურების მასალები (სტატია, რეცენზია, ბლოგი), ასეთის არსებობის შემთხვევაში.

  1. იმ შემთხვევაში, თუ პროექტი ჯერ არ აკმაყოფილებს კინოთეატრში 7-დღიანი უწყვეტი კომერციული ჩვენების მოთხოვნას, აუცილებელია განმცხადებელმა დაადასტუროს, რომ 2024 წლის 30 სექტემბრამდე ფილმი 7 დღის განმავლობაში უწყვეტად იქნება ნაჩვენები კომერციულ ეკრანზე (კინოთეატრში).

განმცხადებლებმა შესაძლებელია გაიარონ კონსულტაცია, რომელიც ჩატარდება წინასწარი შეთანხმებით ეროვნული კინოცენტრის ადმინისტრაციულ შენობაში ან სატელეფონო კონსულტაციის გზით:

 

მისამართი:

0105, თბილისი, სანაპიროს ქუჩა #4;

ტელეფონი: 2999 200; 2999 102.

 

საკონტაქტო პირები:

გიორგი ჯაჯვანი (კინოექსპორტის სპეციალისტი);

ტელეფონი: 592 07 16 36;

ელფოსტა: g.jajvani@gnfc.ge

 

ქეთევან ნოზაძე (კინოექსპორტის სპეციალისტი);

ტელეფონი: 533 33 44 21;

ელფოსტა: k.nozadze@gnfc.ge