კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრი 2024 წლისთვის საქართველოს ტერიტორიაზე ჩასატარებელი საერთაშორისო კინოფესტივალების დაფინანსებისთვის განაცხადების მიღებას იწყებს
საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრი იწყებს განაცხადების მიღებას საქართველოს ტერიტორიაზე ჩასატარებელი საერთაშორისო კინოფესტივალების დაფინანსების თაობაზე, 2024 წლისთვის.
დაფინანსებული პროექტების შესახებ ინფორმაცია გამოქვეყნდება საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრის საიტსა და ოფიციალურ ფეისბუქგვერდზე არაუგვიანეს 2024 წლის 10 აპრილისა.
პროექტების განხილვისას უპირატესობა მიენიჭება:
საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე ეროვნული კინოცენტრი უფლებამოსილია მოითხოვოს კინოფესტივალის ორგანიზატორებთან შეხვედრა ან დამატებითი საბუთების წარმოდგენა.
განცხადების (იხილეთ თანდართული ფორმა) მიღების საბოლოო ვადაა 2024 წლის 1 აპრილი.
პროექტის დასარეგისტრირებლად შევსებული და ხელმოწერილი განცხადების ფორმა, ასევე, ყველა მოთხოვნილი საბუთი უნდა გამოგზავნოთ ელექტრონულ მისამართზე: info@gnfc.ge.
დამატებითი ინფორმაციისა და პროექტის დაფინანსების განცხადების ფორმის შევსებასთან დაკავშირებით კონსულტაციებისთვის შეგიძლიათ მიმართოთ კინოხელოვნების პოპულარიზაციის დეპარტამენტის უფროსს - მანანა სურაძეს, მობ: 577 553702, ელფოსტა: m.suradze@gnfc.ge.
ეროვნული კინოცენტრი განიხილავს შემოსულ პროექტებს და გადაწყვეტილება წერილობით ეცნობებათ პროექტთა ავტორებს.