წერე ქართულ კინოზე

ეროვნულმა კინოცენტრმა კონკურსის "წერე ქართულ კინოზე" გამარჯვებულები გამოავლინა

 

კონკურსი "წერე ქართულ კინოზე" ეროვნულმა კინოცენტრმა 2023 წლის 23 ოქტომბერს გამოაცხადა. კონკურსის მიზანია საქართველოს ახალგაზრდა კინომცოდნეებისა და ზოგადად, კინოკრიტიკის განვითარების ხელშეწყობა. კონკურსში მონაწილეობას იღებდნენ საქართველოში აკრედიტებული უნივერსიტეტების კინომცოდნეობის ბაკალავრიატისა და მაგისტრატურის   სტუდენტები.

კონკურსი გაიმართა ორ ეტაპად. სულ შემოვიდა 9 განაცხადი, საიდანაც სპეციალურმა კომისიამ 3 გამარჯვებული გამოავლინა: 

  1. I ადგილი - თამარ ზანდუკელი (პირველი პრიზი 3 000 ლარი);
  2. II ადგილი - ელენე ცაგარეიშვილი (მეორე პრიზი 2000 ლარი);
  3. III ადგილი - გვანცა ნოზაძე (მესამე პრიზი - 1000 ლარი).

კომისიის წევრები იყვნენ: ნათია რაჭველიშვილი, ქეთევან ტრაპაიძე და მარინა კერესელიძე. 

ეროვნული კინოცენტრი ულოცავს კონკურსის გამაჯვებულებს.