საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრი იწყებს განაცხადების მიღებას 2023 წელს საქართველოს ტერიტორიაზე საერთაშორისო კინოფესტივალების დაფინანსების მიზნით.
დაფინანსებისას უპირატესობა მიენიჭება პროექტს, რომელსაც ექნება შემდეგი პრიორიტეტული მიმართულებები:
- საერთაშორისო კინოფესტივალების ფარგლებში ინდუსტრიული შეხვედრების, მასტერკლასებისა და ვორკშოპების ორგანიზება;
- საერთაშორისო ფონდებისა და პროგრამების წარმომადგენლების მოწვევა;
- ახალგაზრდა და დამწყები კინემატოგრაფისტების მონაწილეობის უზრუნველყოფა ფესტივალზე;
- ძირითად კონკურს(ებ)ში მონაწილე ფილმების ავტორების მოწვევა;
- ქართული ფილმების პროგრამის ან ქართველი რეჟისორის რეტროსპექტივის მოწყობა;
- ფესტივალში უნდა მონაწილეობდეს მინიმუმ 10 ქვეყანა.
საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე, ეროვნული კინოცენტრი უფლებამოსილია, მოითხოვოს კინოფესტივალის ორგანიზატორებთან შეხვედრა ან დამატებითი საბუთების წარმოდგენა.
პროექტის განაცხადში მითითებული უნდა იყოს ფესტივალის წინა წლის საერთო ბიუჯეტი (ასეთის არსებობის შემთხვევაში), 2022 წლის ფესტივალის მთლიანი ბიუჯეტი და ეროვნული კინოცენტრიდან მოთხოვნილი თანხის დეტალური ბიუჯეტი.
პროექტის დასარეგისტრირებლად, შევსებული და ხელმოწერილი განაცხადის ფორმა, ასევე, მოთხოვნილი ყველა საბუთი უნდა გადმოაგზავნოთ ელექტრონულ მისამართზე:
info@gnfc.ge
დამატებითი ინფორმაციისა და პროექტის განაცხადის შევსებასთან დაკავშირებით, კონსულტაციისთვის შეგიძლიათ მიმართოთ კინოხელოვნების პოპულარიზაციის დეპარტამენტის უფროსს - მანანა სურაძეს (მობ: 577 553702, ელფოსტა:
m.suradze@gnfc.ge).
საქართველოს ეროვნული კინოცენტრი, არაუგვიანეს 2023 წლის 7 აპრილისა, განიხილავს შემოსულ პროექტებს. გადაწყვეტილება წერილობით ეცნობება პროექტების ავტორებს.