რას ვხედავთ, როდესაც ცას ვუყურებთ? გერმანელ კინოკრიტიკოსთა ჯილდოს ნომინანტია
ალექსანდრე კობერიძის ფილმი „რას ვხედავთ, როდესაც ცას ვუყურებთ?“ გერმანელ კინოკრიტიკოსთა ჯილდოს ერთ-ერთი ფავორიტია.
ფილმი ოთხ ნომინაციაშია წარდგენილი: საუკეთესო მხატვრული ფილმი, საუკეთესო ოპერატორული ნამუშევარი (ფარაზ ფეშარაკი), საუკეთესო მონტაჟი (ალექსანდრე კობერიძე) და საუკეთესო მუსიკა (გიორგი კობერიძე).
გერმანელ კინოკრიტიკოსთა ჯილდო ერთადერთი გერმანული პრემიაა, რომელსაც ქვეყანაში კინოკრიტიკოსები გასცემენ (გერმანიის კინოკრიტიკოსთა ასოციაცია). ეს ტრადიცია უკვე 60 წელზე მეტია, გრძელდება. წელს გერმანელ კინოკრიტიკოსთა ჯილდოზე 36 ნომინაციაში სულ 20 ფილმია წარდგენილი და დაჯილდოების ცერემონია 19 თებერვალს, ბერლინში ჩატარდება.