რეტროსპექტივა ეძღვნება ლეგენდარული ქართველი რეჟისორის 90 წლის იუბილეს.
1 თებერვალს, 19:00 საათზე რეტროსპექტივას გახსნის ელდარ შენგელაიას 1968 წელს გადაღებული ერთ-ერთი გამორჩეული და ქართველი მაყურებლისთვის განსაკუთრებით საყვარელი ფილმი „არაჩვეულებრივი გამოფენა“. მომდევნო დღეებში კი ღონისძიების
ფარგლებში მაყურებელი იხილავს ფილმებს: „თეთრი ქარავანი“ (1963), „მიქელა“ (1965), ცისფერი მთები ანუ დაუჯერებელი ამბავი“ (1983), „სავარძელი“ (2017), „სამანიშვილის დედინაცვალი“ (1977), „შერეკილები“(1973) და „მრავალჟამიერი“ (ტრილოგია, 2022).
ფილმების ჩვენებები შედგება საქართველოს ეროვნული არქივის კინოდარბაზში. დასწრება თავისუფალია. პროგრამა იხილეთ შემდეგ
ბმულზე.
ელდარ შენგელაიას ფილმები დღესაც არ კარგავს აქტუალობას საქართველოში თუ მის ფარგლებს გარეთ. კინორეჟისორის იუბილესთან დაკავშირებით, თებერვალ-მარტში მისი ფილმების რეტროსპექტივას უმასპინძლებს ლონდონი, ბერლინი და ლისაბონი.
კინომემკვიდრეობაზე ზრუნვა ეროვნული კინოცენტრის ერთ-ერთი პრიორიტეტია. ქართული ფილმების დაბრუნების პროცესი 2016 წელს დაიწყო და დღემდე გრძელდება, საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მხარდაჭერით.
ამ ეტაპზე ფილმსაცავიდან „გოსფილმოფონდი” ჩამოტანილია 51 ფილმი, აქედან აღდგენილია 49.