საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრი იწყებს პროდიუსერების განაცხადების მიღებას ბერლინის კინოფესტივალსა და ევროპის კინობაზრობაში მონაწილეობის მისაღებად!
საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრი იწყებს პროდიუსერების განაცხადების მიღებას ბერლინის კინოფესტივალსა და ევროპის კინობაზრობაში მონაწილეობის მისაღებად!
ბერლინის 73-ე საერთაშორისო კინოფესტივალის ფარგლებში ეროვნული კინოცენტრი გეგმავს ღონისძიებებს, რომლებიც დაეხმარება ქართველ პროდიუსერებს ფილმების სამომავლო დისტრიბუციაში. ბერლინის კინოფესტივალის ჩატარების თარიღებია 16-26 თებერვალი 2023, ხოლო ევროპის კინობაზრობის - 16-22 თებერვალი 2023.
ეროვნული კინოცენტრი შერჩეულ პროდიუსერებს დაუფინანსებს ბერლინის საერთაშორისო კინოფესტივალის აკრედიტაციას და მგზავრობის ხარჯებს.
განაცხადის წარდგენის აუცილებელი პირობები:
ბერლინის კინოფესტივალზე მონაწილეობისთვის შეირჩევა მაქსიმუმ 10 პროდიუსერი.
განაცხადის წარდგენის ბოლო ვადა: 2023 წლის 15 იანვარი, (საღამოს 6 საათამდე).
გთხოვთ, მოთხოვნილი საბუთები გამოაგზავნოთ შემდეგ ელექტრონულ მისამართზე:
საკონტაქტო პირი: თამთა ახალაია
ტელ: +995 32 2999 100; +995 555 97 51 56