ქართული კინოს რეტროსპექტივა მონპელიეს საერთაშორისო კინოფესტიალზე

ეროვნული კინოცენტრის მხარდაჭერით, 21-29 ოქტომბერს მონპელიეს საერთაშორისო კინოფესტივალზე (CINEMED) გაიმართება ქართული კინოს რეტროსპექტივა.

პროგრამაშია:

  • „მეოთხე ბრაიტონი“ - რეჟისორი ლევან კოღუაშვილი;
  • „რას ვხედავთ, როდესაც ცას ვუყურებთ? - რეჟისორი ალექსანდრე კობერიძე;
  • „დედე“ - რეჟისორი მარიამ ხაჭვანი;
  • „და ჩვენ ვიცეკვეთ“ - რეჟისორი ლევან აკინი;
  • „სანამ მამა დაბრუნდება“- რეჟისორი მარი გულბიანი;
  • „ფუტკრის დაცემა“ - რეჟისორი ვაჟიკო ჩაჩხიანი;
  • „ახალი წელი“ - რეჟისორი გიორგი სიხარულიძე;
  • „ჩემი ტელეფონის მეხსიერება“ - რეჟისორი პაპუნა მოსიძე;
  • „ცისფერი მთები“ - რეჟისორი ელდარ შენგელაია;
  • „მარილი სვანეთს“ - რეჟისორი მიხელ კალატოზიშვილი;
  • „პირველი მერცხალი“ - რეჟისორი ნანა მჭედლიძე;
  • „მონანიება“ - რეჟისორი თენგიზ აბულაძე.

აღსანიშნავია, რომ კინოფესტივალის ფარგლებში გაიმართება შეხვედრა მრგვალი მაგიდის ფორმატში, რომელსაც რეტროსპექტივის მონაწილე ფილმების რეჟისორები დაესწრებიან: ლევან კოღუაშვილი, პაპუნა მოსიძიე, მარიამ ხაჭვანი, ალექსანდრე კობერიძე, გიორგი სიხარულიძე და მარი გულბიანი. შეხვედრა ქართული კინოს წარმატებებს მიეძღვნება და მას ორგანიზებას გაუწევს მონპელიეს საერთაშორისო კინოფესტივალის დირექტორი - კრისტოფ ლეპარკი.

მონპელიეს საერთაშორისო კინოფესტივალი საფრანგეთში ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კინომოვლენაა, რომელიც 1979 წლიდან იმართება.