ისტორია-კინო-ისტორია - შეხვედრა პროექტის პარტნიორებთან ვენეციის კინოფესტივალზე

"ისტორია-კინო-ისტორია“ - ვენეციის საერთაშორისო კინოფესტივალის ფარგლებში გაიმართა მორიგი შეხვედრა პროექტის იტალიელ და სერბ პარტნიორებთან.

შეხვედრას ეროვნული კინოცენტრის მხრიდან ესწრებოდნენ დირექტორის პირველი მოადგილე მაკო ჭილაშვილი და კინოგანათლების მიმართულების პროექტების მენეჯერი თეა გაბიძაშვილი.


შეხვედრაზე პარტნიორებმა ერთმანეთს გაუზიარეს მათ ქვეყნებში პლატფორმის გავრცელების სტრატეგიები, იმსჯელეს გაწეული სამუშაოს შედეგებზე და სამომავლო გეგმებზე.
 
კინოსაგანმანათლებლო პორტალი "ისტორია-კინო-ისტორია" შექმნილია ევროკავშირის პროგრამა "შემოქმედებითი ევროპის" ფინანსური მხარდაჭერით და ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც საქართველო პროექტში ჩართულია, როგორც ლიდერი ქვეყანა. ეროვნული კინოცენტრის პარტნიორები არიან: Cineteca Italiana (იტალია), The Film Space (დიდი ბრიტანეთი) და the National Cinèmatheque of Serbia (სერბეთი).
 
კინოსაგანმანათლებლო პორტალი "ისტორია-კინო-ისტორია" ხელმისაწვდომია პროექტის მონაწილე ყველა ქვეყნის სახელმწიფო ენაზე.

პროექტზე მუშაობა დაიწყო 2020 წლიდან. შეიქმნა საგანმანათლებლო მასალები ორი მიმართულებით: მე-20 საუკუნის ევროპის ისტორიის სწავლება კინოს გამოყენებით და კინოს, როგორც ხელოვნების ერთ-ერთი მიმართულების ისტორიის სწავლება.

პრექტის ფინალურ ეტაპზე დაგეგმილია კონფერენციის ჩატარება საქართველოში, რომელსაც პარტნიორი ქვეყნების წარმომადგენლები და კინომიმართულების პროექტების ექსპერტები დაესწრებიან.

პროექტის შესახებ ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ აქ.