შერეკილები ახალ სიცოცხლეს იწყებს!

დასრულდა მუშაობა ყველასათვის საყვარელი მხატვრული ფილმის – “შერეკილების” აღდგენის პროცესზე. საქართველოს ეროვნულ არქივთან თანამშრომლობით, ჩატარდა ფილმის სრული რესტავრაცია – ხმისა და ფერის კორექცია და მექანიკური დაზიანებების ციფრული აღდგენა.

“შერეკილები” ერთ-ერთი გამორჩეული ნამუშევარია ელდარ შენგელაიას შემოქმედებაში, რომელიც რეჟისორმა 1973 წელს გადაიღო. ფილმის სცენარის ავტორია რეზო გაბრიაძე, ოპერატორი – გენო ჩირაძე, კომპოზიტორები – გია ყანჩელი და ჯანსუღ კახიძე. ფილმში მთავარ როლებს ასრულებენ: ვასილ ჩხაიძე, დათო ჟღენტი, არიადნა შენგელაია, ბორის წიფურია, აბრეკ ფხალაძე, მერაბ ელიოზიშვილი, აკაკი (კაკო) ბაქრაძე, გრიგოლ ტყაბლაძე, იოსებ (სოსო) ხაინდრავა.

კინომემკვიდრეობაზე ზრუნვა ეროვნული კინოცენტრის ერთ-ერთი პრიორიტეტია. ქართული ფილმების დაბრუნდების პროცესი 2016 წელს დაიწყო და დღემდე გრძელდება საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მხარდაჭერით.

ამ ეტაპზე რუსეთის ფილმსაცავ „გოსფილმოფონდ”-იდან ჩამოტანილია 60-მდე ფილმი, აქედან აღდგენილია 34.

მოცემულ ვიდეოში რეჟისორი ელდარ შენგელაია იხსენებს, თუ როგორ იქმნებოდა “შერეკილები”.
ვიდეოს ავტორები: შოთა (ზამზა) იმნაძე და ბასა ხარაზი.

https://www.facebook.com/GeorgianNationalFilmCenter/videos/456642362865578