ბერლინის 72-ე საერთაშორისო კინოფესტივალის ფარგლებში ეროვნული კინოცენტრი გეგმავს ღონისძიებებს, რომლებიც დაეხმარება ქართველ პროდიუსერებს ფილმების სამომავლო დისტრიბუციაში. ბერლინის კინოფესტივალის ჩატარების თარიღებია 10-20 თებერვალი 2022, ხოლო ევროპის კინობაზრობის – 10-17 თებერვალი 2022.
საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრი იწყებს პროდიუსერების განაცხადების მიღებას ბერლინის კინოფესტივალსა და ევროპის კინობაზრობაში მონაწილეობის მისაღებად!
ბერლინის 72-ე საერთაშორისო კინოფესტივალის ფარგლებში ეროვნული კინოცენტრი გეგმავს ღონისძიებებს, რომლებიც დაეხმარება ქართველ პროდიუსერებს ფილმების სამომავლო დისტრიბუციაში. ბერლინის კინოფესტივალის ჩატარების თარიღებია 10-20 თებერვალი 2022, ხოლო ევროპის კინობაზრობის – 10-17 თებერვალი 2022.
ეროვნული კინოცენტრი შერჩეულ პროდიუსერებს დაუფინანსებს ბერლინის საერთაშორისო კინოფესტივალის აკრედიტაციას და მგზავრობის ხარჯებს.
განაცხადის წარდგენის აუცილებელი პირობები:
პროდიუსერების მიერ კინოცენტრში წარმოდგენილ დოკუმენტაციას განიხილავს და გადაწყვეტილებას იღებს კინოცენტრის თანამშრომლები, რომლებსაც უკავიათ შემდეგი თანამდებობები:
1. კინოცენტრის დირექტორი;
2. კინოცენტრის დირექტორის მოადგილე;
3. კინოცენტრის კინოექსპორტის დეპარტამენტის უფროსი;
4. კინოცენტრის ფილმწარმოების დეპარტამენტის უფროსი;
5. კინოცენტრის ფინანსური მენეჯერი.
ბერლინის კინოფესტივალზე მონაწილეობისთვის შეირჩევა 10 პროდიუსერი.
განაცხადის წარდგენის ბოლო ვადა: 2021 წლის 20 დეკემბერი.
გთხოვთ, მოთხოვნილი საბუთები გამოაგზავნოთ შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: t.akhalaia@gnfc.ge info@gnfc.ge
საკონტაქტო პირი: თამთა ახალაია
ტელ: +995 32 2999 100 ; +995 555 97 51 56