2005 წლიდან კინოცენტრი გამოსცემს ქართული ფილმების ყოველწლიურ კატალოგს, რომელიც ქართულ და ინგლისურ ენებზე გამოდის. მასში შესულია ამომწურავი ინფორმაცია ყველა იმ მხატვრული, დოკუმენტური, მოკლემეტრაჟიანი თუ ანიმაციური ფილმის შესახებ, რომელიც მიმდინარე წლის განმავლობაშია დასრულებული ანდა წარმოებაშია ჩაშვებული. კატალოგში შედის როგორც კინოცენტრის მიერ დაფინანსებული, ასევე დამოუკიდებელი კინოპროექტები.