მხატვრული მრავალსერიიანი ფილმის (3-5 ეპიზოდი) სცენარის შექმნისა და წარმოების დაფინანსების კონკურსი

კონკურსის გამოცხადების თარიღი:

26/09/2022, 09:56  

საბუთების მიღების ბოლო ვადა:

 

კონკურსის დასრულების თარიღი:

21/10/2022, 18:00  

ხარვეზების გამოსწორების ვადა:

 

მხატვრული მრავალსერიიანი ფილმის (3-5 ეპიზოდი) სცენარის შექმნისა და წარმოების დაფინანსების
კონკურსის (2/3) პირობები

სსიპ საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრი (შემდგომში - ეროვნული

ავტორიზაცია/რეგისტრაციისთვის გადადით ბმულზე - https://front.gnfc.ge/


კინოცენტრი) აცხადებს კონკურსს, მრავალსერიიანი მხატვრული ფილმის (შემდგომ-
ფილმი) სცენარის შექმნისა და წარმოების დაფინანსების მიზნით.

კონკურსზე წარმოდგენილი პროექტი უნდა ეხებოდეს ერთ-ერთ თემას:
 ♦ საქართველოს უახლესი ისტორია (XX-XXI საუკუნე)
 ♦ ქართული ლიტერატურული ნაწარმოების ეკრანიზაცია
 ♦ ქართული სპორტის ისტორია

კონკურსი ცხადდება 3-5 ეპიზოდიანი ფილმის შექმნის მიზნით, თიოეული ეპიზოდის
ხანგრძლივობა - 45-60 წუთი.

კონკურსი ტარდება 2 ეტაპად. პირველი ეტაპი გულისხმობს სცენარის შექმნის, ხოლო
მეორე - ფილმის წარმოების დაფინანსებას. პირველ ეტაპზე გამარჯვებული პროექტების
პროდიუსერები სცენარის შექმნის მიზნით ეროვნული კინოცენტრის მიერ დაფინანსდება,
მაქსიმუმ, 50 000 (ორმოცდაათი ათასი) ლარით (ერთი ეპიზოდი - მაქს. 10000 ლარი).
მეორე ეტაპზე, ფილმის წარმოების მიზნით დაფინანსდება პროექტ(ებ)ი მინიმუმ, 500 000
(ხუთასი ათასი) და მაქსიმუმ, 1 000 000 (მილიონი) ლარით.

უფლებამოსილი კონკურსანტი

პროდიუსერი
საკონკურსო პროექტის განაცხადი ეროვნულ კინოცენტრში უნდა წარმოადგინოს
პროდიუსერმა, რომელიც არის ინდივიდუალური მეწარმე ან იურიდიული პირი.
პროდიუსერს არ უნდა გააჩნდეს სახელმწიფოს მიმართ ვადაგადაცილებული
საგადასახადო დავალიანება და არ უნდა იყოს რეგისტრირებული მოვალეთა რეესტრში.

რეჟისორი
პროექტის რეჟისორი არ შეიძლება იყოს ეროვნული კინოცენტრის სხვა კონკურსში
გამარჯვებული და, მოცემულ ეტაპზე, დასასრულებელი ფილმის რეჟისორი.
რეჟისორმა კინოცენტრს უნდა წარუდგინოს, სულ მცირე, ერთი საკუთარი სარეჟისორო
ნამუშევარი.

პროექტი
კონკურსზე არ დაიშვება პროექტი, რომელიც მონაწილეობს კინოცენტრის მიერ
გამოცხადებულ სხვა კონკურსში.

სავალდებულო საკონკურსო დოკუმენტაცია
1. განაცხადი;
2. ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო იურიდიულ პირთა რეესტრიდან
(განახლებული 2022 წელს);
3. ინფორმაცია ინდივიდუალური მეწარმისა და იურიდიული პირის საქმიანობის
შესახებ;
4. წერილი ან შეთანხმება ტელევიზიებისგან ან დისტრიბუტორებისგან
(კინოდარბაზი, ციფრული პლატფორმა) პროექტის პარტნიორობის თაობაზე;
5. ფილმის ავტორთა (რეჟისორი, სცენარის ავტორი, დიალოგების ავტორი)
მოქალაქეობის დამადასტურებელი დოკუმენტები (პირადობის მოწმობის ან
პასპორტის ასლები), ფილმოგრაფია და საკონტაქტო ინფორმაცია;
6. ხელშეკრულებები (რეჟისორთან, სცენარის ავტორთან და დიალოგების
ავტორთან), რომელთა მიხედვითაც დასტურდება, რომ განმცხადებელი არის
კანონიერი მფლობელი ყველა იმ საავტორო უფლებისა, რომელიც ფილმთან იქნება
დაკავშირებული;
7. პროდიუსერის სამოტივაციო წერილი;
8. პროდიუსერის წინა ნამუშევარი;
9. რეჟისორის ხედვა;
10. რეჟისორის ნებისმიერი წინა ნამუშევარი;
11. სინოფსისი;
12. ერთი ეპიზოდის სცენარი (საპილოტე ვერსია);
13. სცენარის განვითარების ბიუჯეტი.

ყველა დოკუმენტი წარმოდგენილი უნდა იყოს პროდიუსერის ხელმოწერით. თუ
პროექტი ვერ დააკმაყოფილებს კონკურსის მოთხოვნებს, განსახილველად არ გადაეცემა
საექსპერტო კომისიას.

დოკუმენტაციის წარდგენის წესი
საკონკურსო აპლიკაცია და დოკუმენტაცია უნდა გამოიგზავნოს ელექტრონული
პროგრამის ,,სინემატოგრაფი მენეჯმენტ სისტემის” (Cinamatography Management System –
CMS) საშუალებით (იხ. ვიდეო გზამკვლევი
https://www.youtube.com/watch?v=Z33mYHxMudQ).

 ♦ კონკურსზე დარეგისტრირების შემდეგ ეროვნული კინოცენტრის ფილმწარმოების
დეპარტამენტი ამოწმებს დოკუმენტაციის სისრულესა და სისწორეს;
 ♦ ხარვეზების აღმოჩენის შემთხვევაში, კინოცენტრი უკავშირდება კონკურსანტებს
და აძლევს 5 (ხუთ) სამუშაო დღეს ხარვეზების აღმოსაფხვრელად;
 ♦ ფილმწარმოების დეპარტამენტი არ განიხილავს პროექტების მხატვრულ მხარეს.
პროექტები გადაეცემა საექსპერტო კომისიას შეფასებისთვის, რომლის
შემადგენლობას ამტკიცებს ეროვნული კინოცენტრის დირექტორი;
 ♦ თუ პროექტი ვერ აკმაყოფილებს კონკურსის მოთხოვნებს, ის საექსპერტო
კომისიას არ გადაეცემა განსახილველად.

ვადები
საკონკურსო დოკუმენტაცია (პროექტები) მიიღება ელექტრონული სააპლიკაციო
პროგრამის საშუალებით, 2022 წლის 21 ოქტომბრის 17:00 სთ-მდე.

დასაფინანსებელი პროექტებისა და დაფინანსების ოდენობა

ეროვნული კინოცენტრი, საექსპერტო კომისიის რეკომენდაციის საფუძველზე, იღებს
გადაწყვეტილებას დასაფინანსებელი პროექტების რაოდენობისა და დაფინანსების
ოდენობის თაობაზე.

მე-2 ეტაპი, ფილმის წარმოების დაფინანსება

პროდიუსერი, რომელმაც მიიღო დაფინანსება ეროვნული კინოცენტრისგან სცენარის
შექმნის მიზნით, ვალდებულია, არაუგვიანეს 2023 წლის 3 მარტისა, კინოცენტრს
ჩააბაროს დოკუმენტაცია ელექტრონული და ბეჭდური სახით, კონკურსის მე-2 ეტაპზე
მონაწილეობისათვის.
პროდიუსერის მიერ მე-2 ეტაპზე წარმოსადგენი სავალდებულო დოკუმენტაცია:
1. სერიალის ლოგლაინი;
2. სერიალის სინოფსისი;
3. დასრულებული სცენარი (3-5 ეპიზოდი);
4. პროექტის ვიზუალური კონცეფცია (უკვე ცნობილი ფილმების მაგალითებზე),
ესკიზები, ლოკაციების ფოტოები (სავარაუდო), ქასთინგი (სავარაუდო);
5. შემოქმედებითი ჯგუფის წევრების ბიოგრაფიები;
6. თიზერი.
7. პროდიუსერის მოტივაცია;
8. რეჟისორის ხედვა და მოტივაცია;
9. რეჟისორის ერთი ან რამდენიმე ნამუშევარი ვიმეოს ან იუთუბის ლინკის ფორმით;
10. ფილმის ბიუჯეტი (ეროვნული კინოცენტრის მიერ შემუშავებული ფორმით*);
11. ფინანსური გეგმა (ეროვნული კინოცენტრის მიერ შემუშავებული ფორმით*);
12. საწარმოო გეგმა, რომელიც მოიცავს წინასაწარმოო, გადაღების, პოსტ-პროდუქციის
და დასრულების ვადებს
13. შეთანხმება/ხელშეკრულება, რომელიც ადასტურებს მრავალსერიიანი
მხატვრული ფილმის წარმოების ეტაპისთვის მოპოვებული ალტერნატიული
დაფინანსების არსებობას, მათ შორის დაფინანსების ერთ-ერთი წყარო უნდა იყოს
ტელევიზია, ციფრული პლატფორმა ან კინოდარბაზი.
თუ წარმოდგენილი პროექტის ალტერნატიული დაფინანსების ერთ-ერთ წყაროს
არ წარმოადგენს ტელევიზია, ციფრული პლატფორმა ან კინოდარბაზი, ასეთი
პროექტი არ გადაეცემა განსახილველად საექსპერტო კომისიას.

დაფინანსება ეროვნული კინოცენტრიდან
ფილმის წარმოების დაფინანსების ეტაპზე გამარჯვებული პროექტ(ებ)ი ეროვნული
კინოცენტრის მიერ დაფინანსდება ფილმის მთლიანი ბიუჯეტის 75%-მდე. დანარჩენი
შევსებული უნდა იყოს დაფინანსების სხვა წყაროებიდან.

დაფინანსება სხვა წყაროებიდან:
სხვა წყაროებიდან დაფინანსებაში იგულისხმება: პროდიუსერის შენატანი, ტექნიკური
შენატანი, ეროვნული, რეგიონული ან საერთაშორისო სახელმწიფო ფონდების გრანტები
ან სუბსიდიები, სატელევიზიო და ინტერნეტ-პლატფორმების ინვესტიციები, ფიზიკური
და იურიდიული პირების ინვესტიციები, დისტრიბუციის მინიმალური გარანტიები,
ფილმის ავტორთა საჰონორარო შენატანი (ე.წ. დეფერმენტი), თუ ის არ აღემატება
მთლიანი ბიუჯეტის 5%-ს და სხვა.


კონკურსის ეტაპები
გამოცხადებული კონკურსი ორეტაპიანია და შესაბამისად საექსპერტო კომისია
განიხილავს, როგორც სცენარის შექმნის ეტაპზე წარმოდგენილ პროექტებს, ასევე ფილმის
წარმოების ეტაპზე შემოტანილ პროექტებს. საექსპერტო კომისია გადაწყვეტილებას იღებს
დასკვნის სახით, რომლის ძირითადი ნაწილია ქულათა შეჯამებით მიღებული
რეიტინგული სია. ამ დასკვნით ის რეკომენდაციას აძლევს ეროვნულ კინოცენტრს,
დააფინანსოს პროექტები რეიტინგული სიით განსაზღვრული რიგითობის მიხედვით.
კომისიას უფლება აქვს, დაფინანსების რეკომენდაცია გაუწიოს პროექტების მხოლოდ
გარკვეულ რაოდენობას ან არცერთ პროექტს.
საექსპერტო კომისიის პირველ სხდომაზე ირჩევენ კომისიის თავმჯდომარეს და მის
მოადგილეს. კომისია ეცნობა პროექტის შეფასების კრიტერიუმებს და ქულათა სისტემას.
საექსპერტო კომისიის წევრები ხელს აწერენ დოკუმენტებს ინტერესთა კონფლიქტის
არარსებობისა და კონფიდენციალურობის დაცვის თაობაზე.
საექსპერტო კომისიას ეძლევა გარკვეული ვადა პროექტების გასაცნობად პროექტების
რაოდენობიდან გამომდინარე.
კონკურსის ორივე ეტაპი ტარდება იდენტურად: დათქმულ დროს პროექტების
პრეზენტაცია და გასაუბრება პროდიუსერებთან და/ან ავტორებთან, რის შემდეგადაც
კომისიის წევრები აფასებენ პროექტებს დადგენილი კრიტერიუმების საფუძველზე. ისინი
პროექტებს ანიჭებენ ქულებს დადგენილი შეფასების წესით და ასაბუთებენ მინიჭებულ
ქულას წერილობითი შეფასების ფორმით.

ხელშეკრულება
ხელშეკრულება კონკურსში გამარჯვებულ პროდიუსერსა და ეროვნულ კინოცენტრს
შორის არეგულირებს პროდიუსერისა და ეროვნული კინოცენტრის ურთიერთობას
ფილმის წარმოების პროცესში და მისი დასრულების შემდეგ. ხელშეკრულება უნდა
შეიცავდეს მის შინაარსს, საგანს, თანხის გაცემის წესს, პროდიუსერის უფლებებს,
პროდიუსერის ვალდებულებებს, კინოცენტრის უფლებებს, კინოცენტრის

ვალდებულებებს, ხელშეკრულების ვადას, ზიანის ანაზღაურების ვალდებულებას, ფორს-მაჟორის საკითხებს, დავის გადაჭრის გზებს, განსაკუთრებულ ვალდებულებებს, ასევე,

სხვა პირობებსა და მხარეთა რეკვიზიტებს.
ხელშეკრულება მზადდება ეროვნული კინოცენტრის მიერ და ხელმოწერამდე
გადაეგზავნება მეორე მხარეს გასაცნობად.

კონსულტაციები
სასურველია, კონკურსანტებმა გაიარონ კონსულტაცია. კონსულტაციები ჩატარდება
წინასწარი შეთანხმებით, კონკურსის გამოცხადებიდან ყოველდღე, ეროვნულ
კინოცენტრში:
ქ. თბილისი, სანაპიროს ქუჩა #4
ტელეფონი: +32 2 2999 200; +32 2 2999 102.

საკონტაქტო პირები
ნინო კუხალაშვილი (იურიდიული ასპექტები)
ტელეფონი: +995 577 955 250 ელფოსტა: n.kukhalashvili@gnfc.ge

დანართი 1.
სალომე დანელია (წარმოება და ფინანსები)
ტელეფონი: +995 599 85 07 81 ელფოსტა: s.danelia@gnfc.ge
მანანა მელაძე (წარმოება და ფინანსები)
ტელეფონი: +995 577 40 75 39 ელფოსტა: m.meladze@gnfc.ge
ანდრო წიკლაური (წარმოება და ტექნიკური დახმარება)
ტელეფონი: +995 551 334 000 ელფოსტა: a.tsiklauri@gnfc.ge
გიორგი მოცრაძე (წარმოება და ფინანსები)
ტელეფონი: +995 555 186 565 ელფოსტა: g.motsradze@gnfc.ge


კონკურსის ეტაპები

1
პროექტების მიღება
2
კომისიის განხილვა
3
გასაუბრების პროცესი
4
კომისიის შეფასება
5
დასრულება