კინოლიტერატურა
პროექტი ეხება მსოფლიოში თანამედროვე კინო და ტელეინდუსტრიაში არსებული ტერმინოლოგიის მოკვლევას და ქართულენოვანიშესატყვისების შემუშავებას
მისი მიზანია ჩამოაყალიბოს ახალი ქართული კინოტერმინოლოგია. აქამდე არსებული ტერმინოლოგიის გათვალისწინებით, მსოფლიოსტანდარტების შესაბამისად, გაამარტივოს კინოპროფესიონალებს შორის თანამშრომლობა. ხელი შეუწყოს ქართველი კინოპროფესიონალებისსაერთაშორისო პროექტებში მონაწილეობას, ასევე გააადვილოს უცხოური პროდუქციების საქართველოში წარმოების პროცესი.
პროექტით ასევე გათვალისწინებული იქნება დოკუმენტური კინოს, ანიმაციისა და კინოსთან დაკავშირებული სატელევიზიო ტერმინებიც.
საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრის პროექტზე გაიცა 19 892 ლარი.
“რეზო ჩხეიძე და დრო” - პროექტის ავტორი კინორეჟისორი ნანა ჯანელიძე
პროექტი მიზნად ისახავს წიგნის გამოცემას, რომელიც შეეხება ქართველ კინორეჟისორ რეზო ჩხეიძეს, მის შემოქმედებას. “ქართული კინოს ოქროს ხანად” აღიარებულ პერიოდს, როდესაც ის ხელმძღვანელობდა კინოსტუდია “ქართულ ფილმი”-ს.
წიგნში თხრობას წაიყვანს რეზო ჩხეიძე, მისი მოგონებებისა და მოვლენებთან დამოკიდებულებების გარდა, ასევე დაერთვება იმ ადამიანების მოგონებები, რომლთაც შემოქმედებითი ურთიერთობები აკავშირებთ რეჟისორთან. წიგნი იქნება ფერადი ილუსტრაციებით.
საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრის კომისიამ მიიღო გადაწყვეტილება, მონაწილეობა მიიღოს პროექტში, კერძოდ დააფინანსოს მისი ბეჭდვის ხარჯები, რაც შეადგენს 12 000 ლარს.





