კინოფესტივალები
თბილისის მე-11 საერთასორისო კინოფესტივალი ჩატარდება 1 - 6 დეკემბერს. საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრიმრავალი წელია აქტიურად თანამშრომლობს კინოფესტივალთან და რეგულარულად უწევს ფინანსურ მხარდაჭერას, მე-11 კინოფესტივალის ჩასატარებლად კინოცენტრის მიერ ფესტივალის დასაფინანსებლად გამოყოფილია 60 000 ლარი
ბათუმის საავტორო კინოს საერთაშორისო ფესტივალი – მე-5 კინოფესტივალი ჩატარდება 12 – 19 სექტემბერს. საქართველოსკინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრის ფინანსური მხარდაჭერა 2010 წლის ფესტივალის ჩასატარებლად შეადგენს 12 000 ლარს.
ანიმაციური ფილმების საერთაშორისო ფესტივალი “თოფუზი” – ქ. ბათუმი 7 – 10 ოქტომბერს უკვე მე-3 ჯერ უმასპინძლებსკინოფესტივალს. წელს საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრის მიერ ფინანსური მხარდაჭერა შეადგენს 15 000 ლარს
მართლმადიდებლური ფილმების საერთაშორისო კინოფესტივალი “წმინდა ანდრიას ჯვარი” - საიუბილეო მე-5 ფესტივალი ჩატარდებაქ. ბათუმში ფესტივალი ტარდება საქართველოს საპატრიარქოს პატრონაჟით. საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრის მიერსაიუბილეო ფესტივალისათვის გამოყოფილია 7 000 ლარი.





