ENG GEO
  Name:        Password:  
 

კინოფესტივალების დაფინანსების პირობები

 

ფესტივალების დაფინანსების პირობები და კრიტერიუმები:

იხილეთ განაცხადის ფორმა

კინოცენტრის მიზანი

საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრის მიზანია ქართული კინემატოგრაფის განვითარებისათვის სახელმწიფო მხარდაჭერის უზრუნველყოფა და კოორდინაცია.

კინოფესტივალების ორგანიზების სახელმწიფო მხარდაჭერა

ეროვნული კინემატოგრაფიის სახელმწიფო მხარდაჭერის შესახებ კანონის მე-6 მუხლის, მე-2 პუნქტის, (ე) ქვეპუნქტის თანახმად კინოს სახელმწიფო მხარდაჭერის ღონისძიებები მიმართულია საერთაშორისო კინოფესტივალებისა და სხვა კულტურული ღონისძიებების ჩასატარებლად.

საფესტივალო მხარდაჭერის პრიორიტეტები

უპირატესობა მიენიჭება პროექტს, რომლის ფარგლებშიც გათვალისწინებული იქნება შემდეგი პრიორიტეტული მიმართულებები:

· საერთაშორისო კინოფესტივალების ფარგლებში ინდუსტრიული შეხვედრების, მასტერკლასებისა და ვორქშოფების ორგანიზება.

· ქართველი და უცხოელი პროდიუსერების შეხვედრების ორგანიზება.

· საერთაშორისო ფონდებისა და პროგრამების წარმომადგენლების მოწვევა.

· ახალგაზრდა და დამწყები კინემატოგრაფისტებისათვის მასტერკლასებისა და ვორქშოფების ორგანიზება

· კინოტურიზმის და რეგიონალური განვითარების ხელშეწყობა.

ფონდი

საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრის 2011 წლის კინოფესტივალების დაფინანსების საერთო ფონდი შეადგენს 100000 ლარს.

არსებული ფონდი შესაძლოა გაიყოს რამდენიმე კინოფესტივალის მხარდასაჭერად.

პროცედურები

კინოფესტივალის დაფინანსებაზე განაცხადების მიიღება წარმოებს ეროვნული კინოცენტრის ვებ-გვერდზე განთავსებული პროექტების დაფინანსების განაცხადის ფორმის მიხედვით.

პროექტი, დაფინანსების მოთხოვნით კინოცენტრს წარედგინება ღონისძიების გამართვამდე მინიმუმ 30 (ოცდაათი) დღით ადრე.

კინოცენტრი იღებს შემდეგი გადაწყვეტილებებიდან ერთ-ერთს:

ა) პროექტზე დაფინანსების გამოყოფის შესახებ;

ბ) პროექტზე ნაწილობრივი დაფინანსების შესახებ

გ) პროექტის დაფინანსებაზე უარის თქმის შესახებ;

საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე, ეროვნული კინოცენტრი უფლებამოსილია მოითხოვოს ფესტივალის ორგანიზატორებთან შეხვედრა ან დამატებით საბუთების წარმოდგენა.

განაცხადების მიღების საბოლოო ვადაა 2011 წლის 1 ივნისი

დამატებითი ინფორმაციისა და პროექტის დაფინანსების განაცხადის ფორმის შევსებაზე

კონსულტაციისათვის შეგიძლიათ მიმართოთ პროექტების დაფინანსების მენეჯერს.


 

 
 
 
Design by A & B Services
Powered by 42CMS