ENG GEO
მთავარი

ახალი ამბები

ჩვენს შესახებ

მიზნები
საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრის მიზანია, ქართული კინემატოგრაფის განვითარე..

ისტორია
საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრი არის კულტურისა და ძეგ..

სტრუქტურა
ეროვნული კინოცენტრი თავ..

გუნდი
..

კანონები და დებულებები
..

კინოორგანიზაციები

რა გაგვიკეთებია

ფილმები
სუსა რეჟისორი: რუსუდან პირველი

პუბლიკაციები

ფესტივალები

პრიზიორი ფილმები
..

სუბსიდირება

ფილმწარმოება

სხვა პროექტები
საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრი 2013 ..

სტრატეგია და კვლევა

სტრატეგიული გეგმა
საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრის სტრატეგიულ გეგმას იხილავთ უახლოეს მომავალში..

საგადასახადო წახალისების გზები
კინოწარმოების წახალისების ქართული პროგრამა უცხოელ და ადგილობრივ კინომწარმოებ..

კვლევები
მიმდინარე კვლევები ..

კინო–ეკონომიკური რუკა
ეროვნული კინოცენტრი იწყებს კინოსექტორის ეკონომიკური რუკის შექმნის პროცეს..

დისტრიბუცია და ექსპორტი

სალარო შემოსავლები
შემუშავების პროცესშია

საქართველოს კინოქსელი
თბილისი ..

რეტროსპექტივები

ფესტივალები / კინობაზრობები
საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრის მონაწილეობა საერთაშორისო ფესტივალებ..

გადაღება საქართველოში

კინოკომისია
კინოკომისია არის ეროვნული კინოცენტრის ..

კონტაქტი

  სახელი:        პაროლი:  
 
 

ეროვნული ფილმის სცენარის განვითარების დაფინანსების კონკურსის პირობები

04.05.12

Image


დასრულდა
განაცხადის ფორმა

კონკურსის მიზანი

კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრის მიზანია საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან   გამოყოფილი სახსრებით ეროვნული ფილმის სცენარის შექმნა.


2012 წლის 4 მაისს ცხადდება კონკურსი ეროვნული ფილმის სცენარის განვითარების დაფინანსების მიზნით.

უფლებამოსილი კონკურსანტი

კონკურსში მონაწილეობის უფლება აქვს საქართველოს მოქალაქეს.

კინოცენტრში განაცხადი წარდგენილი უნდა იყოს პროდიუსერის ან სცენარის ავტორის მიერ.

აღნიშნული პირობის დაკმაყოფილება განისაზღვრება როგორც პროდუსერის ან სცენარის ავტორის საგანაცხადო ვალდებულება.

დაფინანსება

კონკურსში გამარჯვებული პროექტ(ებ)ი კინოცენტრის მიერ დაფინანსდება საექსპერტო კომისიის მიერ რეკომენდებული თანხის შესაბამისად, არა უმეტეს 5 000 (ხუთი ათასი) ლარისა თითოეულ პროექტზე.

ბიუჯეტი

საკონკურსო ფონდი შეადგენს 25 000 (ოცდახუთი ათასი) ლარს, თუმცა კომისია უფლებას იტოვებს Mმთლიანად არ გახარჯოს საკონკურსო ფონდი.

დასაფინანსებელი პროექტების რაოდენობა

ეროვნული კინოცენტრი კომისიის რეკომენდაციით დააფინანსებს მაქსიმუმ 5 (ხუთი) პროექტს.

განვითარებული სცენარი

პროდიუსერმა დაფინანსების მიღების შემდეგ, კინოცენტრს უნდა ჩააბაროს განვითარებული სცენარი, არა უგვიანეს 2012 წლის 30 ნოემბრისა და მისი მოცულობა არ უნდა იყოს 80 გვერდზე ნაკლები.

კონკურსის ტურები

კონკურსი ტარდება ორ ტურად.

პირველ ტურში საექსპერტო კომისიის წევრები ეცნობიან კონკურსზე შემოტანილ თრითმენტებს და აფასებენ დადგენილი ქულების სისტემის საფუძველზე.

კომისია განსაზღვრავს იმ მინიმალურ ქულათა ოდენობას, რომელიც უნდა მიიღოს თრითმენტმა ან/და სცენარმა მეორე ტურში გადასასვლელად.

მეორე ტურში გადავლენ მხოლოდ ის თრითმენტები, რომელთა ქულა აღემატება კომისიის მიერ დადგენილ მინიმალურ ბიჯს.

თრითმენტები, რომლებიც არ გადავიდნენ მეორე ტურში კონკურსს ეთიშებიან.

მეორე ტური გულისხმობს გასაუბრებას კომისიის წევრების წინაშე.

მეორე ტურის შედეგად კომისიის წევრები აფასებენ პრეზენტაციას და წერენ შესაბამის ქულას.

კომისია საბოლოო გადაწყვეტილებას იღებს ცალკეული თრითმენტის Qქულათა საერთო ჯამის საფუძველზე და წარუდგენენ კინოცენტრს დასკვნას გამარჯვებულთა რაოდენობასა და დაფინანსების ოდენობის შესახებ.

სავალდებულო საკონკურსო დოკუმენტაცია

1. აპლიკაცია (ეროვნული კინოცენტრის მიერ შემუშავებული ფორმით*);

2. სცენარისტისა და პროდიუსერის პირადობის მოწმობის ასლები, რომელიც ადასტურებს მათ მოქალაქეობას;

3. ხელშეკრულება სცენარის ავტორსა და პროდიუსერს შორის, რომელის მიხედვითაც დასტურდება, რომ სცენარისტი განმცხადებელს უფლებას აძლევს კინოცენტრის კონკურსში შემოტანოს თრითმენტი და გამარჯვების შემთხვევაში ერთობლივად განავითარონ იგი.

4. სცენარისტისა ან/და პროდიუსერის ბიოგრაფია;

5. განმცხადებლის ხედვა.

6. თრითმენტი (15 გვერდამდე);

7. სცენარის განვითარების ბიუჯეტი;

წარმოსადგენი დოკუმენტაციის რაოდენობა

დოკუმენტაცია წარმოდგენილი უნდა იქნას 4 ეგზემპლარად და 1 ცალად ელექტრონული ვერსიის სახით; ყველა დოკუმენტი წარმოდგენილი უნდა იყოს პროდიუსერის ან სცენარისტის ხელმოწერით.

ვადა

პროექტების შემოტანის ბოლო ვადაა: 2012 წლის 4 ივნისი, 17:00 სთ.

შეზღუდვები

ეროვნული კინოცენტრი არ მიიღებს იმ პროდიუსერთა პროექტებს, რომელთა ავტორებმა (პროდიუსერი და რეჟისორი), ვერ შეასრულეს ეროვნული კინოცენტრის წინაშე აღებული ვალდებულება ან ეროვნული ფილმის წარმოების კონკურსიდან მიღებული აქვს დაფინანსება.

გაურკვევლობის თავიდან ასაცილებლად მნიშვნელოვანია კონსულტაციების გავლა. კონსულტაციები ჩატარდება ეროვნულ კინოცენტრში.

მისამართზე:

ზ. გამსახურდიას სანაპირო #4 – ში, ტელ: 2 999 200; 2 999 102;

საკონტაქტო პირები: მანანა მელაძე

ტელეფონი: 577 40 75 39 2 999 200; 2 999 102

ელ. ფოსტა: m.meladze@gnfc.ge

ირმა ჯანჯღავა

ტელეფონი: 599 92 99 69; 2 999 200; 2 999 102

ელ. ფოსტა: i.janjgava@gnfc.ge




 
 
Design by A & B Services
Powered by 42CMS